ვინ ქმნის ახალ პარტიას?
ემზადება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი ახალი პარტიის შექმნისთვის? პოლიტიკურ კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ ხატია დეკანოიძე და ენმ-ს კიდევ ერთი ყოფილი წევრი რომან გოცირიძე ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან. ახლა ყველას აინტერესებს, იქნება თუ არა დეკანოიძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე. ნიკა მელია დუმილის რეჟიმშია, დეკანოიძე კი ამბობს, რომ მელიასთან კონტაქტი არასდროს შეუწყვეტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ხალხის ხალხის დაკვეთას ელოდება.
ვინ ქმნის ახალ პარტიას? - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში