შალვა პაპუაშვილის თავდასხმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე

01.06.23 20:41
შალვა პაპუაშვილის თავდასხმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე

შალვა პაპუაშვილის თავდასხმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე. პარლამენტის  თავმჯდომარე  მათ ქვეყნის ინტერესების ღალატსა  და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის სამიზნე  იყო ყველა,  ვინც "ალდესს" სამიტზე რეზოლუციას  მხარი დაუჭირა.  საქართველოს შესახებ მიღებულ დოკუმენტს, სადაც ჩაწერეს,  რომ თბილისმა მოსკოვთან პოლიტიკური ფლირტი უნდა შეწყვიტოს.  თავდასხმის  ადრესატები  დარწმუნებულები არიან, რომ  ირაკლი ღარიბაშვილის წარუმატებელი ევროპული  ვიზიტების შემდეგ, მმართველი პარტია ახლა შურისძიებას ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე ცდილობს.

თავდასხმა ოპოზიციაზე - ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში