უკრაინის მიერ დასანქცირებული თამაზ გაიაშვილი "პირველებს" ემალება
"აირზენას" დირექტორი ჟურნალისტებს ემალება. თამაზ გაიაშვილი, რომელიც უკრაინამ დასანცირებულთა სიაში შეიყვანა, ახლაც სამსახურშია, თუმცა "ტვ პირველთან" გამოჩენა არ სურს. არ პასუხობს არც სატელეფონო ზარებს.
თამაზ გაიაშვილი, მისი ძმა და ვალერი კვარაცხელიას შვილი უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. მიზეზი ოკუპანტ ქვეყანაში პირდაპირ ფრენების გახორციელებაა.
გამორიცხული არ არის, უკრაინის შემდეგ თამაზ გაიაშვილი და მისი კომპანია უკვე დასავლეთმაც დაასანქციროს.