ლაზარეს მამა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - მასთან ადვოკატები შედიან
ლაზარე გრიგორიადისის დაკავებულ მამასთან, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატები შედიან. ბექა გრიგორიადისი პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ღამით დააკავა.
პოლიციამ 21 წლის აქტივისტის მამას პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მანქანაში ჩატენეს. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მარტის აქციებისას დაკავებული ბიჭის მხარდამჭერები ამბობენ, რომ უკვე მეოთხე დღეა ყოველ ღამე მთელი მთაწმინდის პოლიცია, ლაზარე გრიგორიადისის მამის აქციებზე ნადირობს და ადამიანები ციხეში მიჰყავს.