"იაფფასიანი თავის მართლებაა" - გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
"მარტივი, იაფფასიანი თავის მართლებაა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრეზიდენტის ფრანგულ მედიასთან გაკეთებულ განაცხდებას, სადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშილს გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეიწყალებს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს ვიდრე ივანიშვილისგან ბრძანებას არ მიიღებს.
ტყუილია, რომ თითქოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ის ისევ ციხეში დარჩება, იმიტომ, რომ სხვა საქმეები არსებობს. დღეს რის გამოც არის სააკაშვილი ციხეში, ამ საქმეზე შეწყალება პრეზიდენტის ხელშია, მისი ნება-სურვილია და ეს არის მარტივი, იაფფასიანი თავის მართლება და მეტი არაფერი. ყოველთვის ვამბობდით, რომ არც ნიკა გვარამიას, არც მიხეილ სააკაშვილს ეს ადამიანი არ შეიწყალებს მანამ, სანამ ბრძანებას არ მიიღებს ბიძინა ივანიშილისგან. ილუზიებს ქმნის ხოლმე ბევრი ოპოზიციონერი ამ ქალისგანს აზოგადოებაშიც, რაც საბოლოო ჯამშ, იწვევს ბევრ იმედგაცრუებებს. ამიტომ მე ამ ქალის არ მჯერა, - ამბობს გიორგი ვაშაძე.