"ბურთი ევროპის მოედანზეა" - "ოცნება“ ღარიბაშვილის ევროტურით კმაყოფილია
ბურთი ევროპის მოედანზეა - „ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის ევროტურით კმაყოფილია.
სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოლდოვაში ყველა შანსი გამოიყენა და მოკავშირეები დაარწმუნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ახლა ბურთი ევროპის მოედანზეა. ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენგან რაც შეიძლება იყოს დარჩენილი, ეს არის მეტი კომუნიკაცია. ასეთი შეხვედრების ფორმატით კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტნიორებთან - ერთი იმისთის, რომ ავხსნათ შექმნილი ვითარება რაოდენ დიდია მნიშვნელობა მოსალოდნელი გადაწყვეტილებისა". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
დავით მათიკაშვილიც, თავისი თანაგუნდელების მსგავსად ფიქრობს, რომ ახლა ჯერი ევროპაზეა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დამსახურებულად მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ პირნათლად შევასრულეთ და ვასრულებთ იმ 12 პუნქტიან გეგმაას, ფაქტობრივად ბოლოშ ვართ გასული. ახლა ბურთი ევროპის მხარესაა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით დამსახურებულად ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება". - ამბობს დავით მათიკაშვილი.