რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, უსამართლოდ არ უნდა დაგვჩაგრონ - წილოსანი
"ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მისი თქმით, ეს მხოლოდ უმრავლესობის გუნდის დამსახურებაა.
წილოსანს პოზიტიური შეფასებების მოლოდინი აქვს და ამბობს, რომ თუ ასე არ მოხდებეა და ევროკავშირი სტატუსს არ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაშინ ეს იქნება უსამართლო გადაწყვეტილება.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს პროცესებს, ხედავს, რომ რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, მათ შორის, სამწუხაროდ, ცალმხრივად, ჩვენი ძალისხმევით, რაც ნამდვილად არ არის გასახარისი, თუმცა ჩვენ ჩვენ გასაკეთებელს ვაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და აუცილებლად იქნება პოზიტიური და სწორი შეფასებები გაკეთებული, თუ პირიქით არ იქნება ინტერესი, რომ რაღაც უსამართლოდ იყოს საქართველო დაჩაგრული". - ამბობს ნინო წილოსანი.