ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს - პეტრე ცისკარიშვილი

02.06.23 12:09
ზურაბიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს - პეტრე ცისკარიშვილი

ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ივანიშვილის თამაშს თამაშობს. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრანგულ მედიასთან, სადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეიწყალებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს, რათა რაიმე გზით ქართულ პოლიტიკაში დაწინაურდეს. 

ივანიშვილის თამაშს თამაშობს, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც მას წარმოუდგენია, რომ ეს პრორუსული, ბნელი ძალები, რომლებიც დღეს მართავენ საქართველოს, კობახიძე-ღარიბაშვილების გუნდი, არის ჩასარეცხად განწირული ყველას მხრიდან, იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება, უკრაინა წარმატებას მიღწევს. ასე რომ, ის თვლის, რომ ერთის მხრივ თუ გააკეთებს პროდასავლურ განცხადებებს თუნდაც ბრუსელში, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლებისას და მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან ბოლომდე არ დაწვავს ხიდებს, რაღაც შანსი აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში სათავეში მოექცეს და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ, მის მარიონეტად დარჩეს, - ამბობს ცისკარიშვილი.