ხელის არჩამორთმევას არანაირი სარჩული არ აქვს, ღარიბაშვილს უბრალოდ ეზიზღება ზელენსკი - დათუნაშვილი
ხელის არ ჩამორთმევას არანაირი სარჩული არ აქვს, ღარიბაშვილს უბრალოდ ეზიზღება ზელენსკი - ასე ეხმაურება პრემიერის ქცევას მოლდოვაში, ევროპულ ფორუმზე, "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.
ოპოზიციონერი ღარიბაშვილს ოროსან ბავშვს უწოდებს.
დათუნაშვილის თქმით, ხელის არჩამორთმევა და გამარჯობის ართქმა ქართველ კაცს არ ახასიათებს და ამის ახსნა ღარიბაშვილის მიერ რამდენიმე დღითა დრე გაკეთებული განცხადებებით შეიძლება.
ისეთი, ოროსანი ბავშვის პასუხია, რომ არ მაინტერესებს რას ამბობ და ის ოროსანი ბავშვია. გასაჭირში მყოფი ადამიანისთვის ხელის არჩამორთმევა და გამარჯობის ართქმა - ასეთი რამ ქართველ კაცს არ ახასიათებს. რატომ მოიქცა ასე ბატონი ღარიბაშვილი, ამას მარტივი ახსნა აქვს, ნახეთ რას ლაპარაკობს ზელენსკიზე ღარიბაშვილი ორი დღი ადრე, სამი დღით ადრე, ოთხი დღით ადრე. რისი თქმა შეიძლება სხვა, რატო არ ჩამოართეს ხელი, მემგონი არაფერი განსაკუთრებული სარჩული არ აქვს, უბრალოდ ეზიზღება ზელენსკი".- აბობს დათუნაშვილი.