თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრძოლის გაგრძელებას ვგეგმავ - ბექა გრიგორიადისის პირველი გზავნილი იზოლატორიდან
თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრძოლის გაგრძელებას ვგეგმავ - ბექა გრიგორიადისის პირველი გზავნილი ციხიდან აჰესის იზოლატორიდან ადვოკატებმა გააჟღერეს
ლაზარეს მამა ამტკიცებს, რომ პოლიციამ გაფრთხილების გარეშე, ძალის გადამეტებით დააკავა.
ბექა გრიგორიადისი თავს შემართებულად გრძნობს, მიიჩნევს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. ამბობს, რომ უფრო შემართებით გააგრძელებს ბრძოლას. ეს დაკავება, მეც პირადად, ვთვლი, რომ არის უკანონო. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, რომ მას არ გაეშალა თუნდაც ეს კარავი. მოხდა პირდაპირ თავდასხმა და კარვის გატაცება. რატომღაც ძალიან ეშინიათ იმ აქციების, სადაც შეიძლება კარავი იყოს გაშლილი". - ამბობს ადვოკატი.
ლაზარე გრიგორიადისის მამა ახლა სასამართლოში გადაყვანას ელოდება. ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ბექა გრიგორიადისს ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლებს, თუ სამი დღით იზოლატორში დატოვებს.
პოლიციამ 21 წლის აქტივისტის მამას პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მანქანაში ჩატენეს.