საქართველოს მთავრობა ბლოკავს პუტინის ყველა კრიტიკოსს, რათა ოკუპანტთან ურთიერთობები დაალაგოს - კუროპტევი
რატომ არ შემოუშვეს შენდეროვიჩი საქართველოში - კრემლის რეჟიმთან მებრძოლ აქტივისტებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავარობა ორმაგი სტანდარტებით მუშაობს, რადგან, მაშინ როცა ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემა არ ექმნებათ ლავროვის ოჯახის წევრებს, საქართველოში ვერ შემოდიან ის პირები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ებრძვიან.
ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა რუსი მწერალი საქართველოში არ იმყოფება არის ის, რომ ის პუტინის მოწინააღმდეგეა.
კუროპტევი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პუტინის ყველა კრიტიკოსს ბლოკავს, რათა ოკუპანტთან ურთიერთობები დაალაგოს
მიზეზი მარტივია, მთავრობას არ უნდა აქ შენდეროვიჩი იხილოს. რა თქმა უნდა, შენდეროვიჩის ღონისძიება სავსე იქნებოდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირებით, ადამიანებით, რომლებიც პუტინის წინააღმდეგები არიან. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება , შინაგან საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ფორმალურად დავალება შეასრულა. მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ოცნების მთავრობა ლავროვის შვილს მასპინძლობს, პროპაგანდისტებს. რომლებიც მოდიან და მოდიან საქართველოში. ეს ახალი არის, ისინი ბლოკავენ ყველას, ვინც არ მოსწონთ. უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველო პრორუსული ხდება. ოცნებამ არ შემოუშვა შენდეროვიჩი და ეს იმიტომ, რომ არ გაბრაზდნენ აქ მცხოვრები პუტინისები ან არ შეწუხდნენ რამით. მთავრობა ბლოკავს პუტინის ყველა კრიტიკოსს, რათა ოკუპანტთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაალაგოს. ამ ხელისუფლებას არ აქვს სტანდარტები, კანონის მიხედვით არ იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ხომ დემოკრატიული ქვეყანა არ არის? შენდეროვიჩი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ომის დროს ამ ქვეყანას უჭერდა მხარს და დიდი ხანია უკვე პუტინს ებრძვის. მისნაირი ცოტა თუ მოიძებნება რუსეთში. ამიტომაც დაბლოკეს". - ამბობს ეგორ კუროპტევი.
მომხდარის შემდეგ მწერალი მომხდარის შემდეგ ივანიშვილის დროინდელ საქართველოს პუტინის პროვინციას არ უწოდებს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ამბობს, რომ მიმართულებით მართლაც მუშაობს საქართველოს მთავრობა.
რატომ არ შემოუშვეს შენდეროვიჩი საქართველოში, ამის შესახებ ჯერჯერობით შსს-ს პასუხი არ გაუცია.
შენდეროვიჩს ბათუმში ორ და ოთხ ივნისს ჰქონდა ღონისძიებები დაგეგმილი, თუმცა აეროპორტიდან რუსი მწერალი ისრაელის რეისით უკან გააბრუნეს.