ხალხმა საქართველოდან ლავროვის შვილი გააგდო, "ოცნება" კი ქვეყანაში პუტინის მოწინააღმდეგეს არ უშვებს - ვაშაძე

02.06.23 14:05
ხალხმა საქართველოდან ლავროვის შვილი გააგდო, "ოცნება" კი ქვეყანაში პუტინის მოწინააღმდეგეს არ უშვებს - ვაშაძე

ხალხმა საქართველოდან ლავროვის შვილი გააგდო, "ოცნება" კი ქვეყანაში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლს არ უშვებს - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების მიერ პუტინის წინააღმდეგ მებრძლი რუსი მწერალი საქართველოში არშემოსვებას.

ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" მყოფი პუტინისტები სასწაფოდ, გაშებულ უნდა იქნან ხელისუფლებიდან

რამხელა განსხვავებაა ხალხსა და "ქართულ ოცნებას" შორის. ხალხმა გააგდო საქართველოდან ლავროვის შვილი, ხელისუფლება კი არ უშვებს საქართველოში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს. ეს არის სხვაობა. ამიტომაა, რომ ეს უმცირესობაში მყოფი პუტინისტები, რაც შეიძლება სწრაფად, ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ". - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

რატომ არ შემოუშვეს შენდეროვიჩი საქართველოში, ამის შესახებ ჯერჯერობით შსს-ს პასუხი არ გაუცია. 

შენდეროვიჩს ბათუმში ორ  და ოთხ ივნისს ჰქონდა ღონისძიებები დაგეგმილი, თუმცა აეროპორტიდან რუსი მწერალი ისრაელის რეისით უკან გააბრუნეს.