ივანიშვილი ან ღარიბაშვილს ჩარეცხავს ან ზურაბიშვილს - ჩალაძე

02.06.23 15:22
ივანიშვილი ან ღარიბაშვილს ჩარეცხავს ან ზურაბიშვილს - ჩალაძე

მიხეილ სააკაშვილის მეგობრის და თანამებრძლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის სახით, ორი განსხვავებული პოლიტიკური მიმართულებით თამაშობს და ახლა ოლიგარქის გადასაწყვეტია, თუ რომელს მათგანს ჩარეცხავს.

ჩალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ქმედებეზე გადავიდეს ან დარჩეს "ოცნების" მიერ დასმულ პრეზიდენტად.

ღიად პრორუსი ღარიბაშვილის ფონზე, ქალბატონი სალომეს ფასი დაინახა ძალიან კარგად ივანიშვილმა. ეს არის ორი განსხვავებული მიმართულების სისტემა, რომელიც გაუმართლებს, იმას გამოიყენებს. ან ჩარეცხავს ერთს, ან ჩარეცხავს მეორეს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის არის პრეზიდენტი და დაიმსახუროს პრეზიდენტის შესაბამისი ღირსება, მაგრამ თუკი იმ ნაბიჯებს არ დგამს, რომელიც მას სჭირდება, ის რჩება "ოცნების" მიერ დასმულ პრეზიდნტად. მის ხელში არის გასაღები - მისი, საქართველოს და ყველა ჩვენი მოქალაქის მომავლის". - ამბობს ჩალაძე.