სააკაშვილს თუ შესაძლებლობა ექნება, ათჯერ უფრო დიდ დანაშაულებებს ჩაიდენს - იონათამიშვილი
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ერთი საკუთარი დანაშაულიც კი არ მოუნანიებია, რაც მას უტოვებს განცდას, რომ გარეთ ყოფნის პირობებში, სააკაშვილი თუ შესაძლებლობა ექნება, ათჯერ უფრო დიდ დანაშაულებებს ჩაიდენს.
ეს არის ის ადამიანი, ვისმა დანაშაულებრივმა მმართველობამ გააუბედურა ამ ქვეყანაში ათასობით ოჯახი და აამს კიდევე ემატება ის დამამძიმებელი გარემოება, რომ მას ერთი საკუთარი დანაშაულიც კი არ მოუნანიებია, რაც ტოვებს იმის განცდას, რომ თუ შესაძლებლობა ექნება, ათჯერ უფრო დიდ დანაშაულებებს ჩაიდენს ისე, რომ ძარღვიც კი არ აუტოკდება. შესაბამისად, ასეთი დამნაშავის შეწყალებაზე საუბარი ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს". - ამბობს იონათამიშვილი.