კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება

02.06.23 16:47
კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი კინოცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ემიჯნება.

როგორც თანამშრომელი ვემიჯნები კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად რაც ბოლო დროს მოხდა“, - წერს კინოცენტრის თანამშრომელი, კინომცოდნე დავით დავითიანი.

ლევან აბდუშელიშვილიც იმ თანამშრომლებთა შორისაა, ვინც კინოცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უარყოფითად აფასებს: 

მე როგორც კინოცენტრის თანამშრომელი ვემიჯნები და ვგმობ ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებულ სამარცხვინო პოსტს“, -წერს აბდუშელიშვილი.

„რთული წასაკითხი იყო“ - დაწერა  კოტე ჩლაიძემაც. 

ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით“, – აცხადებს ჩლაიძე.