დაბოღმილი ღარიბაშვილი ოპოზიციას ემუქრება - პაატა მანჯგალაძე
ირაკლი ღარიბაშვილის თავდასხმას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ დაბოღმილი პრემიერი ოპონენტებს ემუქრება, თუმცა მათი დასჯა ღარიბაშვილს არ გამოუვა. მანჯგალაძე პრემიერს აფრთხილებს, ჭკუით მოიქცეს, რადგან შესაძლოა, თავს ხალხის რისვა დაატყდეს.
ბოღმის გამოა გაბრაზებული ხალხზე და საზოგადოებაზე. ეს გადმოანთხია ოპოზიციაზე და უფრო მეტიც თქვა ამ „დეპოლარიზებულმა“ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ სამაგლითოდ დავსჯით ოპოზიციის წარმომადგენლებსო. ბოდიში, ირაკლი, სხვა სახელიც შემიძლია გამოვიყენო, უბრალოდ, საზოგადოებას არ ვაკადრებ ახლა ამას, ამ ეპითეტის გამოყენებას, ვერავის ვერ დასჯი, პირიქით, თუ ჭკუით არ იქნები, შეიძლება ხალხის რისხვა დაგატყდეს თავს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
-ირაკლი ღრიბაშვილმა ოპოზიციაზე თავდასხმის ახლი სეზონი გახსნილად გამოცხადა. პრემიერიმა დეგრადირებული და ფაშისტი უწოდა ყველას, ვინც მის ანტიდასავლურ გზანილებს აპროტესტებს.