კადიროვის საძმოს წევრები საქართველოში სავარუდოდ ხელისუფლების წინასწარი ნებართვით შემოვიდნენ - ზაკაევი
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, ახმედ ზაკაევი ვარაუდობს, რომ კადიროვის საძმოს წევრები საქართველოში სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლების წინასწარი ნებართვით და კონკრეტული მისიით ჩამოვიდნენ:
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც 4 მანქანით გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ისინი ვერ გადალახავდნენ საქართველოს საზღვარს, რომ არ ყოფილიყო შესაბამისი მითითება ან ზარი რუსეთის ხელისუფლებიდან საქართველოს ხელისუფლებაში. ასე უცებ, ვერ მოხდებოდა ეს ესკორტი საქართველოში რომ არ ყოფილიყო წინასწარი ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, ნებართვებს გასცემენ უმაღლესი რანგის პირები, ეს პირები საქართველოს ხელისუფლებს წარმომადგენლები, სამწუხაროდ არიან რუსეთის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ. ახლა ეს არის ერთგვარი ტესტი, მაჩვენებელი თუ რა სახის თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ ადამიანებს უფროსი ჰყავთ ერთი კადიროვი" - ამბობს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, აჰმედ ზაკაევი.