რატომ შემოვიდნენ კადიროველები საქართველოში? - სამხედრო ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
კადიროვის საძმო საქართველოში - უსაფრთხოების ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც საქართველოში რამდენიმე დღე დაჰყვეს, იქეიფეს და ფოტოებიც გადაიღეს, ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული მისიით ყოფილიყვნენ ჩამოსულები.
სამხედრო ანალიტიკოსი, ნიკო მიქაია "პირველებთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში კადიროვის ოპოზიცია არ არსებობს.
მისივე თქმით, ჩეჩნებს უსაფრთხოების გარანტოები წინასწარ მისცეს.
"დღევანდელ ჩეჩნეთში არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, მითუმეტეს ოპოზიცია, რომელიც დადის გელენოაგენებით და ესკორტებით, ასეთი კუნთმაგარი ბიჭებით და იარაღებით ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი. ზოგადად კადიროვის პრაქტიკა არის ის, რომ ნებისმიერი მასთან დაპირისპირებული ადამიანი არის ან გაქცეული ან არის მოკლული.
როგორც ლავროვის ოჯახი შემოიყვანეს საქართველოში, აქეიფეს და ხინკალი უხვიეს, ზუსტად ისევე იყო ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული, მათთვის უსაფრთხოების გარანტიები მიცემული. შეთანხმებული იყო რა თქმა უნდა უმაღლეს ეშელონებთან ხელისუფლების, სავარაუდოდ მინიმუმ მინისტრის დონეზე. ამ მინისტრს რა თქმა უნდა ასევე შეთანხმებული ჰქონდა დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილთან ეს ყველაფერი" - ამბობს ნიკო მიქაია.
კობა ნაროუშვილი არ გამორიცხაცვს, რომ შეიარაღბული პირები საქართველოში კადიროვის დავალებით შემოუსლიყვნენ, რადგან ჩეჩნეთის ლიდერი "ხვალინდელ დღეზე" ფიქრობს.
"არანაირი ოპოზიცია ჩეჩნეთში რომ არ არსებობს ეს ცალსახაა, მაქსიმუმ რაც არის თვითონ კადიროვის კლანებს შორისვე არის პატარ პატარა დავები ხოლმე, რაღაც გავლენების გადანაწილების საკითხებზე. უკვე ცდილობს კადიროვის კლანი, თვითონ კადიროვი ხვალინდელ დღეზე, როგორ გააქციოს, როგორ დაიცვას თავის ქონება, ბევრი რამ შეიძლება აინტერესებდეს საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში წასვლა, ქონების გატანა, აქ უძრავი ქონების შეძენა, ფულის გადმოტანა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის ცალსახად" - ამბობს სამხედრო ექსპერტი, კობა ნაროუშვილი.