ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ერთმანეთს ენმ და "ოცნება" დაუპირისპირდნენ
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში საკრებულოში - სხდომა ტრადიციულად ჩხუბით და კონფლიქტით გაიხსნა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
"ენმ"-ს დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ღარიბაშვილის დაფინანსებად ასაღებს.
"აქ ადამიანების პრობლემების მოსმენა არის თქვენთვის პრობლემა, ადამიანი როცა კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობთ და თქვენ აქ განიხილავთ ქუჩების სახელები ვერ შეგირჩევიათ ეს არის პრობლემა თქვენი აზრით?! ევროკავშირის დაფინანსებას თქვენი მერი, რომ ღარიბაშვილის დაფინანსებად ასაღებს ეს რატომ არის ასე?! განახლებული, გალამაზებული ჭავჭავაძის ქუჩა ხომ მოგწონთ?! პროპაგანდის რუპორებად რომ გაქციათ თქვენი პარტია და ე.წ. თქვენი ხელისუფლება საით მიაქანებს ჩვენს ქვეყანას" - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალი დეპუტატი.