პრეზიდენტს არ მივცემთ საშუალებას, რომ ეროვნულ ბანკს საბოტაჟი მოუწყოს - ირაკლი ზარქუა

07.06.23 13:20
პრეზიდენტს არ მივცემთ საშუალებას, რომ ეროვნულ ბანკს საბოტაჟი მოუწყოს - ირაკლი ზარქუა

 "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და მას ეროვნული ბანკის საბოტაჟში ადანაშაულებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას ერთი-ერთში იმეორებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა "ოცნებისთვის" მიცემული პირობა დააღვია და სების საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა არ წარადგინა. 


დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე გვიყვარს ძალიან - არა, მე პირადად არ მიყვარს, მაგრამ, უბრალოდ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს. მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოსდა საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ვეუბნებით, წარმოადგინე კანდიდატი - არ აკეთებს. ბოლო შეთანხმება იყო, რომ ჩვენ ვეტო არ უნდა დაგვეძლია, პრეზიდენტის ვეტო და ის წარმოადგენდა კანდიდატებს. დაარღვია ისიც. დაგვიანებული თუ რაა, ესაა სამართლიანი. დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს, - ამბობს ზარქუა.
 

მსგავსი სიახლეები