"ოცნებას" ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება უნდა - რომან გოცირიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება უნდა. მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს, სალომე ზურაბიშვილს ხელები გადაუგრიხოს და საბჭო ტავისი კადრებით დააკომპლექტოს.
კვლავ უნდათ ფინანსური კლანის ფორმირება ეროვნულ ბანკში, ისეთივე კლანისა, როგორიც არის სასამართლო სისტემაში. ყველა ყოფილი მინისტრი, ყველა მოადგილე, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაცადი კადრებით, საბოლოო დაიპყრონ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის საბჭოს 9 წევრიდან 5 გამოდის აღმასრულებელი წევრი. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭო, ფაქტობრივად, მოკვდა. მას არავითარი ფუნქცია არ ექნება. მათ უნდათ, დაინიშნოს ისეთი ადამიანი მოვალეობის შემსრულებლად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ, თუ ვერ გადაუგრეხენ ხელებს, მისთვის შეინახოს ადგილი, - ამბობს რომან გოცირიძე.