ხელისუფლება ეროვნული ბანკის უზურპაციას ცდილობს - ირაკლი კუპრაძე

07.06.23 13:29
ხელისუფლება ეროვნული ბანკის უზურპაციას ცდილობს - ირაკლი კუპრაძე

ხელისუფლება ეროვნული ბანკის უზურპაციას ცდილობს, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" პოლისაბჭოს განცხადებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისაუფლებას სურვს, ქვეყნის მთავარისაფინანსო უწყება საკუთარი მორჩილი კადრებით გაავსოს ზუსტად ისე, როგორც ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში მოხდა. 

ხელისუფლებას უნდა გაავსოს მმართველი საბჭო ანუ მმართველი რგოლი მათი მორჩილი ადამიანებით. მათ ეს ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიჰყავთ ნგრევისკენ. ისინი, კი, დაძლევენ ვეტოს, ისინი შეცვლიან კანონსაც, ჩამოართმევენ პრეზიდენტს ეროვნული ბანკის მმართველი რგოლის წევრობის წარდგინების უფლებასაც კი და შემდეგ მოხდება ეროვნული ბანკის უზურპაცია ისევე, როგორც მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები