ჯაფარიძე-მოსიაშვილის პროცესი - გაუშვებს თუ არა მოსამართლე ციხეში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებს

07.06.23 13:38
ჯაფარიძე-მოსიაშვილის პროცესი - გაუშვებს თუ არა  მოსამართლე ციხეში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებს

დააკავებენ თუ არა სასამართლო დარბაზში დღეს ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს? საქმეს, ამ წუთებში სასასამართლო განიხილავს.

სხდომაზე უნდა დაიკითხოს დაცვის ერთადერთი მოწმე, რომელიც ვიდეოჩანაწერის ავტორია და საქმეში დევს.

პროცესზე ასევე უნდა დაიკითხოს შსს-ს 4 წარმომადგენელი.

თავად ზურა ჯაფარიძეს მოლოდინი არ აქვს, რომ ისინი ჯარიმის ან პატიმრობის გარეშე გათავისუფლდება, რადგან სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ელოდება.

დაკავება ამას არ ჰქვია, სინამდვილეში ცენ გაგვიტაცეს და ფიზიკურად გავისწორდნენ. საგამოძებო სამსახური საქმეს იძებს და ამბობს, რომ კამერების ჩანაწერები არ აქვთ, იმიტომ, რომ მათი თქმით, კამერები არ მუშაობდა, ამიტომ მაგ ნაწილს არ იძიებენ. სამაგიეროდ, აქეთ გვედავებიან, რომ თითქოს ჩვენ დავარღვიეთ კანონი. ჩცვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ჩვენ მართლაც არაფერს ვარღვევთ. ველაპარაკებით პოლიციელებს მხოლოდ და მეტს არაფერს არ ვაკეთებთ. მოსამართლე ნახავს ყველა მტკიცებულებას და ბოლოს დაუჯერებს მაინც იმას, რასაც პოლიციელები იტყვიან". - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

გომელაურის უწყება პოლიტიკური პარტიის წევრებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სამართალდამცველებმა პროცესზე ვერ მიიტანეს.

ახლა გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს - გაუშვებს ციხეში ოპოზიციური პარტიის წევრებს თუ დატოვებს თვაისუფელბაზე.
 

მსგავსი სიახლეები