შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის საყრდენია, ვიმედოვნებთ, ეს უფლებები საქართველოშიც დაცული იქნება - ელჩი
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის საყრდენია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც დაცული იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა ყურადღება მედია გარემოზეც გაამახვილა და კიდევ ერთხელ თქვა და შეახსენა ხელისუფლებას, რომ მედია დამოუკიდებლობა სტატუსის მისაღების ერთ-ერთი წინაპირობაა.
„თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული, ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას რომ ქართული საზოგადოება და ქართული მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კითხვას, რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია“ - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.