რას უწუნებთ ჩემს ხაბეს? - ზარქუა ოპოზიციას
"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას ლევან ხებიშვილი შეთავაზების მირება მოუწევს. საუბარია ენმ-ს თავმდჯომარის ინიციატივაზე, რომელმაც თქვა, რომ "ოცნების" შეცვლის გასაღები მხოლოდ მათ აქვთ და ოპოზიციურ პარტიებს მათ იგრვლის გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, თუ ოპოზიცია ხაბეიშვილს უარს ეტყვის, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, გაერთიანების შემთხვევაში კი რადიკალთა ჯგუფში აღმოჩდნებიან.
რას უწუნებთ ჩემს ხაბეს? რა არ მოგწონთ? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლდიერი, მას მოუწევს გაერთიანება ისევე როგორც ტროიკას ჩემს ხაბესთან და ერთად შეუტევენ მერე 2024-ში. აბა, ცალკე ჯაფარიძემ რა უნდა ქნას ახლა? რა გამოცდიელბა აქვს, რომ რამე შექმნას? ბარიერს ვერ გადალახავს, ამიტომ მას მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა და ხაბესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ყველანი არიან ესენი რადიკალები. ახლა არ მოსწონთ, იმიტომ,. რომ იციან, რომ ესენი არია ლუზერები, მწვალებლები ეს ენმ და ახლა და უნდათ, რომ გაემიჯნონ. არა, ბატონები, გაემიჯნები - ვერ გადალახავ ბარიერს, დარჩები. მოუწევთ ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა. ხაბე, შენსკენ ვარ!, - ამბობს ზარქუა.