ენმ-თან ერთად დადგომა ტაქტიკურად არასწორია - დავით უსუფაშვილი
"ლელოს" მიაჩნია, რომ "ოცნების" შესასცვლელად ოპოზიციის ენმ-ს გარშემო გაერთიანება ტაქტიკურად არასწორი ნაბიჯი იქნება. დავით უსუფაშვილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებლად უნდა იბრძოლოს, რადგან საქართველოს მარავლპარტიულობა სჭირდება.
ჩვენი ღრმა რწმენით არასწორი ტაქტიკა იქნებოდა, რომ ენმ-თან ერთად ყველა სხვა პოლიტიკური ძალა დავდგეთ ერთად და წავიდეთ ე.ი. ისევ პოლარიზებულ გარემოში და წავიდეთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ტაქტიკურად სწორი ამოცანაა ენმ-მ მიიღოს, რასაც მიიღებს, ეს მათი საქმეა, მათი პლუსების და მინუსების გათვალისწინებით და ამას არ გადაჰყვეს საქართველოს მომავალი. საქართველოს სჭირდება მრავალპარტიულობა, - ამბობს უსუფაშვილი.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ოცნების" შეცვლის გსაღები სწორდ მათ აქვთ, ამიტომ ოპოზიციას მათ გარშემო გაერთიანება შესთავაზა.