ერთმანეთში კინკლაობამ ისე არ გაგვიტაცოს, რომ "ოცნება" დაგვავიწყდეს - მანჯგალაძე ოპოზიციას
"სტრატეგია აღმაშენებლი" მიიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანები ძალისხმევით უნდა იბრძოლოს. პაატა მანჯგალაძე ოპოზიციას ურჩევს, ერთმანეთში კინკლაობა ისე ნუ გაიტაცებთ, რომ ქვეყნის მტავარი საფრთხე, "ქართული ოცნება" დაავიწყდეთ.
ერთმანეთში კინკლაობენ ისე არ გაგვიტაცოს ამ პოლუსების შექმნის დროს, დაგვავიწყდეს „ქართული ოცნება“ და დაგვავიწყდეს ის, რომ ქვეყანა არის საფრთხის წინაშე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ოპოზიციის კოორდინაციის და საერთო ძალისხმევის მხარეს არა ერთიან სიებში, რომ ვიღაცამ ბარიერი გადალახოს, ბარიერიც გვერდზე დაგვჩება, საქართველოც გვერდზე დაგვჩება და პარტიული იდენტობებიც გვერდზე დაგვრჩება თუ ასე გავაგრძელებთ, - ამბობს მანჯგალაძე.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ოცნების" შეცვლის გსაღები სწორდ მათ აქვთ, ამიტომ ოპოზიციას მათ გარშემო გაერთიანება შესთავაზა.