მოპარული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, ინსტიტუციების მიტაცება - ოპოზიცია “FREEDOM HOUSE”-ის ანგარიშზე

21.05.21 13:51
მოპარული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, ინსტიტუციების მიტაცება - ოპოზიცია “FREEDOM HOUSE”-ის ანგარიშზე

საქართველოში დემოკრატიის ხარისხის კლება  ოპოზიციაში არ უკვირთ. დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელმაც გავლენა “FREEDOM HOUSE”-ის ანგარიშზე იქონია. 

დემოკრატიის გაუარესება ქვეყანაში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით იყო გასულ წლებში ყველაზე უფრო ცუდი არჩევნები. არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი საერთო მაჩვენებელი “FREEDOM HOUSES”-ის  შეფასებებში არის ჩამოწეული ქვევით, თუმცა ეს ასევე, უკავშირდება სხვა საკითხებსაც, როგორიც არის მაგალითად, მასმედიასთან დაკავშირებული ვითარება, ასევე, გამოუძებელი და დაუსჯელი საქმეები და სხვა, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის ტენდენციები, რომლითაც საერთაშორისო ორგანზიციები შეფასებისას ხელმძღვანელობენ, საქართველოში ქვედა ზღვარზეა. 

საერთაშორისო ორგანიზაციები ეყრდნობიან ფაქტებს, ეყრდნობიან ტენდენციებს, რომლებიც გაურასების კი არა და, რიგ შემთხვევებში, მინუსს ქვევით არის უკვე. ეს იქნება პოლიტიკური პოლარიზება, ეს იქნება პლურალიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება აქტივისტების თუ პოლიტიკური ლიდერების დევნა, რომელიც სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტთან, ხელისუფლების ყველა ინსტიტუციის მიტაცება და დამორჩილება პარტიული და არა კანონისმიერი ინტერესისთვის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მმართველ პარტიაში კი დემოკრატიის გაუარესებულ მაჩვენებელს ოპოზიციას აბრალებენ.

საერთაშორისო ორგნიზაცია “FREEDON HOUSE” -მა მორიგი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა კიდევ დაიწია. ქართული დემოკრატია  7-ქულიან შკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები