ცრუ მოწმეები ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეში - ვინ მიიყვანეს სასამართლო პროცესზე
ცრუ მოწმეები ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეში - სასამართლო პროცესზე მოწმეებად მიიყვანეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და არა სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომელბიც კადრებში ხელბორკილებს ადებენ ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს. ფაქტს პროცესზე სიტუაციის დაძაბვა რამდენჯერმე მოჰყვა.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც გასცემდა დაკავებების ბრძანებებს 7-8 მარტს არის ე.წ. ხარება - სპეცსამსახურების შეფი და არა ის მოწმეები, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ სწორედ მათ დაააკავეს ოპოზიციონერები.
ვთქვი, რომ იგინებოდნენ და არა მარტო-თქო. მე ვმონაწილეობდი მათ დაკავებასი. უშუალოდ მე გავეცი ბრძანება". - ამბობს პოლიციის თანამშრომელი
ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ მოწმეებს ტყუილის თქმა დაავალეს.
"დაავალეს მათ ეთქვათ, რომ იქ იმყოფებოდნენ და თითქოს მათ მიუთითეს სპეცდანიშნულების რაზმს, რომ დავეკავებინეთ. ამ სისტემის დედა, რომ ამ ადამიანებს აიძლებნ რომ აქ მოვიდნენ და ტყულები თქვან". - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
გომელაურის უწყება პოლიტიკური პარტიის წევრებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სამართალდამცველებმა პროცესზე ვერ მიიტანეს.
ახლა გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს - გაუშვებს ციხეში ოპოზიციური პარტიის წევრებს თუ დატოვებს თვაისუფელბაზე.