"ოცნება“ მტკიცებულებებს ითხოვს - ვოლსკი, რუსეთის მიერ კახოვკის აფეთქებას ტერორისტულ აქტს არ უწოდებს
"ოცნება“ მტკიცებულებებს ითხოვს - ვოლსკი, რუსეთის მიერ კახოვკის აფეთქებას ტერორისტულ აქტს არ უწოდებს და ამბობს, რომ ამას გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სჭირდება და არა ემოციური წამოძახება.
„მომხდარს ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, ამაზე გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ემოციური წამოძახება. ამ თემაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არ მგონია, არსებობდეს ვინმე, ვისაც ამ განცხადების საწინააღმდეგო აზრი აქვს. ჩვენი დამოკიდებულება გამოხატულია არა მხოლოდ ამ განცხადებაში, არამედ გამოიხატა მაშინ, როცა ქვეყნების ჯგუფმა რუსეთის აგრესიაზე ჰააგის ტრიბუნალს მიმართა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.