ვითომ არ იცის ახლა ვოლსკიმ, რას ნიშნავს წყალსაცავის აფეთქება - მანჯგალაძე

07.06.23 17:18
ვითომ არ იცის ახლა ვოლსკიმ, რას ნიშნავს წყალსაცავის აფეთქება - მანჯგალაძე

ვითომ არ იცის ახლა ვოლსკიმ, რას ნიშნავს წყალსაცავის აფეთქება - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ოცნების" წევრის განცხადებას.

მანჯგალაძე ამბობს, რომ "ოცნება" თავს იკავებს, რომ პუტინი არ გააღიზიანოს.

"ჩვენ გვყავს პრორუსულად განწყობილი ძალა ხელისუფლებაში, შესაბამისად, რაც დაკავშირებულია რუსეთთან ქმედებები თავს იკავებენ მაქსიმალურად, რომ არ მოვიდნენ წინააღმდეგობაში, არ გააღიზიანონ პუტინი. ვითომ არ იცის ახლა ვოლსკიმ, რას ნიშნავს წყალსაცავის აფეთქება და რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრის წყლისქვეშ მოქცევა, ძალიან კარგად იცის გაეროს რეზოლუცია, ამაზე არ საუბრობენ იმიტომ, რომ ასიამოვნონ პუტინს" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

"ოცნება“ მტკიცებულებებს ითხოვს - ვოლსკი, რუსეთის მიერ კახოვკის აფეთქებას ტერორისტულ აქტს არ უწოდებს და ამბობს, რომ ამას გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სჭირდება და არა ემოციური წამოძახება.

მსგავსი სიახლეები