პრემიერი დიდი უხერხულობაა, გამოქვაბულის ადამიანია - თაზო დათუნაშვილი

07.06.23 17:28
პრემიერი დიდი უხერხულობაა, გამოქვაბულის ადამიანია - თაზო დათუნაშვილი

"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი პრემიერ- მინისტრს გამოქვაბულის ადამაინს უწოდებს.

დათუნაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნის უხერხულობაა და ქვეყნის ისტორიაში ის არ შევა.

მისი თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე ვოლსკი და ღარიბაშვილი ერთი-ერთში რუსების მსგავსად ლაპარაკობენ.

"პრემიერ მინისტრი არის გამოქვაბულის ადამიანი, რომელმაც აზრის გადმოცემა არ იცის წესიერად, რომელიც არის თავიდან ბოლომდე უხერხულობა ამ ქვეყნის. საქართველოს ისტორიაში ეს კაცი არ შევა, ოღონდ ჩვენს ფსიქოლოგიაში დარჩება, როგორც დიდი უხერხულობა. ერთადერთი ხალხი, ვინ ახლა ბუნდოვნად ლაპარაკობს კაშხლის აფეთქებაზე კახოვკაში არიან რუსები, რუსი პროპაგანდისტები, გია ვოლსკი და ირაკლი ღარიბაშვილი" - თაზო დათუნაშვილი.

მსგავსი სიახლეები