რა მისიით ჩამოვიდნენ კადიროვის საძმოს წევრები საქართველოში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

07.06.23 17:12
რა მისიით ჩამოვიდნენ  კადიროვის საძმოს წევრები საქართველოში? - "პირველებმა" ახალი დეტალები  გაარკვია

რა მისიით და მიზნით ჩამოვიდნენ  კადიროვის საძმოს წევრები საქართველოში? - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ირკვევა რომ გროზნოდან კადიროვის ორი დაჯგუფდა მაისის ბოლოს დაიძრა. ერთი ჯგუფი საგანგებო მისიით საქართველოში გაჩერდა,  მეორე კი თურქეთში გაემგზავრა.

ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთში მყოფი პირები ხაზზე პუტინის მიერ გმირად გამოცხადებულ ადამ დელიმხანოვთან იყვნენ. დელიმხანოვი რამაზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრი და ყველაზე სასტიკი დაჯგუფება "კადიროველების" მეთაურია.

 "პირველებთან " ჩეჩენი სამოქალაქო აქტივისტები პირდაპირ ამბობენ,  რომ დაჯგუფების წევრები  თურქეთსა და საქართველოში კონკრეტულ ადამიანებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოუშვეს. 

ცალსახად, ეს ადამიანები კადიროვის ოპოზიცია ვერ იქნებიან, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. ისინი სპეცმანქანებით, სპეცნომრებით გადაადგილდებოდნენ - უბრალო ადამიანები კი არ არიან, არამედ კადიროვის ახლო გარემოცვა. მჭიდრო კავშირში არიან არა მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებთან, კრიმინალურ სამაყროსთანაც.

ისინი არ ჰგავდნენ დასასვენებლად ჩამოსულებს, ვიზიტი ან კრიმინალთან, სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებით იყო ან ვინმე კონკრეტულ პირზე სანადიროდ ჩამოვიდნენ საქართველოში. 

ის ადამიანები ესკორტით ნამდვილად კადიროვის დანაყოფიდან იყვნენ, კადიროვს ემორჩილებიან, მის ბნელ საქმეებს აგვარებენ. ასლამბეკიც საქართველოში იყო ხომ? ის 100 პროცენტით რუსული სპეცსამსახურების და კადიროვის კონტროლის ქვეშაა"- აცხადებს "პირველებთან" ჩეჩნეთის "ნაციონალური გათავიუფლების მოძრაობის წევრი", სეიხან მუზაევი. 

კიდევ ერთი აკტივისტი ჯამბულატ სულეიმანოვი აცხადებს, რომ "კადიროველების ნებისმიერი გამოჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ნიშნავს".

მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებს" ეუბნება, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ,  კადიროვის კრიმინალურ ფრთას წარმოადგენენ.

ეს არაოფიციალური დანაყოფია.დავალებებიც, რომლებსაც ისინი ასრულებენ  არასოციალურია.  ცალსახად,  ასლამბეკოვი გვახსოვს დადგმული დაპირისპირებიდან მასა და კადიროვს შორის, მაგრამ რეალურის ის კადიროვის კონტროლის ქვეშაა, და კრიმინალების ბიზნესს მისი ხელით მფარველობენ. ამაზე პუტინის ნებართვაა გაცემული"- აცხადებს სულეიმანოვი. 

აქტივისტი საქართველოს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ მოსალოდნელის რუსული პროვოკაციები:  

ეს უბრალოდ კადიროვის ის ხალხია, ვინც შავ-ბნელ საქმიანობას ეწევა. თუ კი ეს ადამიანები გამოჩნდნენ საქართველოში, დაელოდეთ, აუცილებლად იქნება პროვოკაციები რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. კრიმინალური სამყაროს ხელით რუსეთს შეუძლია ისეთი საკითხების მოგვარება, რომელსაც სპეცდანაყოფების საშუალებით ვერ გააკეთებს. იტყვიან რომ დანაშაული კრიმინალებმა ჩაიდინეს, მაგრამ დამნაშავე იქნება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს. ის რომ კადიროვის კონკრეტული ჯგუფი გამოჩნდა, ნიშნავს რომ საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, ეს სახიფათოა! 

მსგავსი სიახლეები