პრეზიდენტს აშანტაჟებდნენ, რომ სებ-ში ლაშა ხუციშვილი წარედგინა - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია

07.06.23 17:14
პრეზიდენტს აშანტაჟებდნენ, რომ სებ-ში ლაშა ხუციშვილი წარედგინა - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა მთავარ კრიტერიუმს - "მისი დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა".

გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტზე ზეწოლას და შანტაჟს ახორციელებდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ზურაბიშვილს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა.

საქართველოს პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას მართალც განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყცველაზე მნიშნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კატეგორიული წარდგენის მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. 

ის რაც ნამდვილად აზიანებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არა მხოლოდ მტავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც.  ის რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, ის კი რაც აზიანებს ბანკის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან". - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს პრეზიდენტი პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომდევნო სასესიო კვირაში აანონსებს.

 

მსგავსი სიახლეები