"ოცნება" ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს - თინა ბოკუჩავა

07.06.23 18:25
"ოცნება" ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს - თინა ბოკუჩავა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ქართული ოცნება" ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს და პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა.

ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა.

"“ქართული ოცნება" ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს - პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა .

ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა - ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებასთან ის ახლა ცდილობს.

ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს პრეზიდენტი პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომდევნო სასესიო კვირაში აანონსებს.

 

მსგავსი სიახლეები