სახალხო დამცველი გომელაურს შეხვდა - რა საკითხები განიხილა იოსელიანმა შს მინისტრთან

07.06.23 18:35
სახალხო დამცველი გომელაურს შეხვდა - რა საკითხები განიხილა იოსელიანმა შს მინისტრთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების აქციებზე განვითარებულ მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირების საკითხს.

"შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავებისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების აქციებზე განვითარებულ მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირების საკითხს. ასევე, იმსჯელეს შსს-სა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ფორმატის შემუშავების აუცილებლობაზე",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები