ივანიშვილს ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდების სპეცოპერაცია ზურაბიშვილმა ჩაუშალა
ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდების სპეცოპერაცია სალომე ზურაბიშვილმა ჩაუშალა. მაშანტაჟებენ!!! - ასეთი იყო დღეს პრეზიდენტის პასუხი, რომელიც დილიდან "ქართულის ოცნების" თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტმა ივანიშვილის პოლიტური მემკვიდრეები შანტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ აიძულებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად წარადგინოს ივანიშივლისთვის სანდო ადამიანი, ფინანსთა მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
არაფორმალური გარიგების შესახებ კარტები დღეს ქართულმა ოცნებამ გახსნა. თქვეს, რომ პრეზიდენტი დაპირდა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას, სამი თვე ელოდენენ, თუმცა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ წლის ბოლომდე ჯერ უნდა იფიქროს. რატომ არის ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლის დამყარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ივანიშივლისთვის? ამ ინსტიტუციის ხელში გადის ყველა მსხვილი გადარიცხვა მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში თანხების ბრუნვა. ფინანსთა მინისტრი ვისი გადაყვანაც ეროვნულ ბანკში ივანიშივლს უნდა, ოლიგარქის უცვლელი ფინანსისტის შვილია.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.