სტატუსი იქნება, თუმცა დამატებითი დათქმებით - განწყობები ევროპიდან
სტატუსი დამატებითი დათქმებით - წლის ბოლომდე, საქართველოს, დასავლეთი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, თუმცა საშინაო დავალებების ჩამონათვალი გაიზრდება. ასეთია განწყობები ევროპიდან. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი "პირველებს" უყვება, რომ იქნება სტატუსი, თუმცა იქნება ბევრი პირობა შესასრულებელი. გადაწყვეტილებას ევროპა არა "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკის გამო, არამედ გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს.
კიდევ უფრო მეტი თქვა საქართველოში ევრკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკი აანონსებს, რომ ქვეყანა კანდიდატი გახდება, თუმცა წლის ბოლომდე ხელისუფლებამ დრო პირობების შესრულებისთვის უნდა გამოიყენოს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი იქნება ევროკომისიის შუალედური ანგარიში, რითაც გავიგებთ, რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ სტატუსის მისაღებად და 12 პუნქტიდან რამდენია შესრულებული.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.