კადიროველები საგანგებო მისიით საქართველოში, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოაგზავნეს - სკანდალური ინტერვიუები

07.06.23 20:08
კადიროველები საგანგებო მისიით საქართველოში, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოაგზავნეს - სკანდალური ინტერვიუები

კადიროველები საგანგებო მისიით საქართველოში, რუსულმა სპეცმსასახურებმა გამოაგზავნეს. მიზანი კი პუტინის რეჟიმის მოწინააღდეგეების განეიტრალებაა, ვინც მოსკოვიდან გამოქიცა და თავი საქართველოს შეაფარა. ეს სკანდალური ინტერვიუები დღეს "პირველებმა", ჩეჩნური მოძრაობის ლიდერებათან ჩაწერა. ვინც კარგად იცის, ვინ არიან საქართველოში შავი ჯიპების ესკორტით ჩამოსულები და რა შეიძლება დაეგეგმათ საქართველოში. 

დაჯგუფება, რომელიც "ქართლმა ოცნებამ" ჩვენს ქვეყანაში უპრობლემოდ შემოუშვა, რამზან კადიროვის კონტროლის ქვეშ მყოფი კრიმინალური სამყაროსთან შეკრული ჯგუფია. კადიროვის დავალებების შესრულებაც ჩეჩნეთის საზღვრებს მიღმა მათი მთავარი მოვალოებაა, ამიტომ ევროპაში იძულებით ემიგრაციაში წასული ჩეჩნები არ გამორიცხავენ, რომ კადიროველები საქართველოში კონკრეტულ ადამიანებზე სანადიროდ ჩამოვიდნენ, საქართველო და თურქეთი ერთი და იმავე დროს ჩეჩნეთიდან კადიროვმა ორი ჯგუფი გაუშვა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები