ამბოხება კინოცენტრში - თანამშრომლები თეა წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ

07.06.23 20:42
ამბოხება კინოცენტრში - თანამშრომლები თეა წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ

ამბოხება კინოცენტრში - თანამშრომლები თეა წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ.  რამდენიმე დღის წინ კინემატოგრაფებმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც პირდაპირ ამბობდნენ, რომ კინოცენტრის იმიჯი შელახულია და ის დამოუკიდებლობას კარგავს. მალევე ეს მწვავე წერილი საჯარო სივრციდან გაქრა, რის გამოც გაჩნდა კითხვა, წააშლევინა თუ არა კინოცენტრის თანამშრომლებს კრიტიკული წერილი თეა წულუკიანმა? ერთადერთი უწყება, რომელსაც ცენტრის ვებ-გვერდთან წვდომა აქვს, კულტურის სამინისტროა.

კულტურის მინსიტრმა რეპრესიების ტალღა კინოცენტრში დირექტორის გათავისუფლებით დაიწყო,  გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად სამინისტრომ შიდა აუდიტიდ სამსახურის დასკვნა დადო, თუმცა ამის რეალური მიზეზი, სავარაუდოდ კინოცენტრის დირექტორის მხრიდან უკრაინის მხარმდამჭრი განცხადებეების გაკეთება გახდა.

ვინ იქნება შემდეგი? არ არის გამორიცხული კინოცენტრის თანამშრომლების მასშტაბური ბოიკოტის შემდეგ, თეა წულუკიანმა გათავისუფლების ახალი  სერია დაიწყოს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები