ჩვენ ვეფერებით, ისინი ტალახს ისვრიან, ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავისთან არ ვაპირებ - ხაბეიშვილი ოპოზიციაზე

07.06.23 20:20
ჩვენ ვეფერებით, ისინი ტალახს ისვრიან, ენის მოჩლექვით ლაპარაკს არავისთან არ ვაპირებ - ხაბეიშვილი ოპოზიციაზე

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას ქვებისა და ტალახის სროლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკს, არავისთან არ აპირებს.

ენმ-ს თავმჯდომარე ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ ეთერიდან ეთერში სიარულს თავი დაანაბონ და ხალხს დაელაპარაკონ.

ენის მოჩლექვით ლაპარაკს, არავისთან არ ვაპირებ, თავზე ხელს ვუსვამთ, ვეუბნებით, რომ ვითანამშრომლოთ. 

ჩვენ აქედან ვეფერებით რავიცი და ისინი ისვრიან იქედან ქვებს, ტალახებს. სხვა მიმართულება უნდა მისცენ, ბიძინა ივანიშვილზე. მოდი რა ვიმუშაოთ, ხალხთან ვიმუშაოთ. მე ვხედავ სტუიდიიდან სტუდიაში დადიან, ბოლოს ხალხს როდის შეხვდნენ ან მათი აზრი როდის მოისმინეს. მე ხალხს ვესაუბრები, ხალთან ვარ. კიდევ რას ვეტყვი იცით ოპოზიციას, თუ რამეში გჭირდებათ მეგობრებო ჩვენი დახმარება, ჩვენ მოგეხმარებით". - განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

ყველა, მინუს "ნაციონალური მოძრაობა". ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციტივას ამჯერად "ლელო" აყენებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ფიქრობს, რომ ამომრჩეველი ორი პოლუსის იმედად არ უნდა დარჩეს, ვისაც არც ივანიშვილის გუნდი უნდა და არც სააკშვილის პარტია, ბიულეტინში უნდა დახვდეს ახალი ძალა. 

მსგავსი სიახლეები