ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ სააკაშვილი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება
ლევან ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.
"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ კითხვას ენმ-ს თავმჯდომარემ მართალია თავი აარიდა, თუმცა ტქვა, რომ სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება.
ხაბეიშვილის თქმით, "ვიღაცებს" შიში და კომპლექსები აქვთ და მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მიშა სააკაშვილი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში მას თანამდებობა არ სჭირდება, მე მგონია, რომ ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გვყავდა, ყველაზე მაგარი ლიდერი გვყავს და ვიღაცებს რომ სახელის ხსენების ერიდებათ, რაღაცა შიშები აქვთ და კომპლექსები აქვთ, ეგ კომპლექსები დაუტოვეთ ქოცებს". - თქვა ხაბეიშვილმა.