"პოლიციამ დანა გახსნა და მოქალაქეებს ემუქრებოდა"- ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ქობულეთში (ვიდეო)

08.06.23 10:58
"პოლიციამ დანა გახსნა და მოქალაქეებს ემუქრებოდა"- ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ქობულეთში (ვიდეო)

ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ქობულეთში - "პირველებმა" მოიპოვა კადრები, სადაც სამართალდამცავებისა და ახალგაზრდების ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.

"ბიჭო, რატომ მირტყამდი დანას" - მიმარტავს ერთ ერთი ახალგაზრდა სამართალდამცავს. კადრში ჩანს პოლიციელიც, რომელიც ფიზიკურად ძალადობს საკურორტო ქალაქის პარკში. ერთ ერთი ვერსიით, სწორედ მან გახსნა დანა. 

დაკავებულის ადვოკატი "პირველებს" ეუბნება, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი ქობულეთში მდებარე პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა. 

პოლიციის თანამშრომელმა დანა ამოიღო, გახსნა და კადრებში ჩანს, რომ ემუქრება მოქალაქეებს. ფაქტის ამსახველი ვიდეოები გენერალურ ინსპექციაში უკვე გადავაგზავნე. 

ახალგაზრდები უბრალოდ კარგ ხასიათზე იყვნენ, ბულვარში მიდიოდნენ, იცინოდნენ. ეკიპაჟები კი მათთან შეურაცხმყოფელი მიდგომით მივიდნენ"- ამბობს ადვოკატი.

შს სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულების ახალგაზრდების სასამართლო დღეს გაიმართება.

 

 

მსგავსი სიახლეები