გახდება თუ არაა მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატი - რას ამბობენ ენმ-ში

08.06.23 11:30
 გახდება თუ არაა მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატი - რას ამბობენ ენმ-ში

პრეზიდენტობიდან- პრემიერობამდე  - გახდება თუ არაა მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატი?  ლევან ხაბეიშვილმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრემიერ მინისტრად დასახლება არ გამორიცხა. 

ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა, რომ სააკაშვილის როლი არჩევნებში დიდი იქნება.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კომუნიკაცია დაპატიმრებულ პრეზიდენტთანაც აქვთ: 

"მას აქვს გაცხადებული, რომ ფორმალურად არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ყველაფერს იზამს ეს ნათქვამიც ააქვს, რომ რუსული რეჟიმი დამარცხდეს და ის სამკურნალოდ არ არის ჩამოსული, მისი სიტყვები გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმატში იქნება თვითონ შეარჩიოს, თუმცა რა ფორმატიც არ უნდა იყოს იქნება ეს პრემიერ მინისტრობა თუ სხვა ფორმატი ვიცით, რომ იქნება ჩართული ამ პროცესში და იქნება გადამწყვეტი ფორმულა და ინსტრუმენტი ივანიშვილის დასამარცხებლად. კომუნიკაცია არსებობს ამ თემაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ახლა ვერ მიიღებს ფიზიკურად გადაწყვეტილებას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება და მერე მას მიეცემა საშუალება რომ აირჩიოს კონკრეტულად რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას" - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

მსგავსი სიახლეები