გულუბრყვილოდ დამაზიანებელი შეთავაზება - საბა ბუაძე ხაბეიშვილის გეგმაზე

08.06.23 11:16
გულუბრყვილოდ დამაზიანებელი შეთავაზება - საბა ბუაძე ხაბეიშვილის გეგმაზე

გულუბრყვილოდ დამაზიანებელი შეთავაზება - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც  დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად  დასახლება არ გამორიცხა. 

"სააკაშვილს არც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს და არც სურვილი აქვს, რომ იყოს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაინც დაჟინებით ცდილობს, რომ მისი კანდიდატურა შესთავაზოს საზოგადოებას"- უთხრა "პირველებს" საბა ბუაძემ. 

ოპოზიციონერის თქმით, როგორც ჩანს, სააკაშვილი არის ერთადერთი ელექტორალური ფაქტორი, რომელიც პარტიაშია დარჩენილი:

ეს ხდება ერთადერთი მიზნით, სააკაშვილი არის ერთადერთი ელექტორალური ფაქტორი, როგორც ჩანს, რომელიც ამ პარტიაში არ დარჩენილი და ახლა წინასწარ, არჩევნებამდე წელიწად ნახევრით ადრე მიდის საუბარი მის პრემიერობის კანდიდატობაზე, რაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან გულუბრყვილო და დამაზიანებელი შეთავაზება" - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები