შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ავანგარდში იყოს - ხატია დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი "ნაციონალური მკოძრაობისთვის" დიდი იქნება.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ენმ-ს ავანგარდში უნდა იყოს. თუმცა დეპუტატის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, საკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
დეკანოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკეთდება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ნაციონალური მოძრაობის ავანგარდში. ნაციონალური მოძრაობის პირველი წამყვანი ლოკომოტივი აუცილებლად უნდა იყოს, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი იქნება, თავმჯდომარე იქნება თუ ზოგადად როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ლევან ხაბეიშვილმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა, ჟურნალისტის რამდენჯერმე დასმული კითხვის საპასუხოდ ხაბეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის როლი არჩევნებში დიდი იქნება.