რუსული რეჟიმივით მოქმედებენ, თავისუფლებას გვიზღუდავენ, ამოწმებენ რას ვლაპარაკობთ - გრიგორიადისის მამა

08.06.23 12:41
რუსული რეჟიმივით მოქმედებენ, თავისუფლებას გვიზღუდავენ, ამოწმებენ რას ვლაპარაკობთ - გრიგორიადისის მამა

"უკვე სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, ამოწმებენ რას ვლაპარაკობთ, რას ვსაუბრობთ" -ამის შესახებ მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ "პირველებთან" განაცხადა.

ბექა გრიგორიადისის თთქმით, მას ორ მუხლს ედავებიან: 

"ამტკიცებენ, რომ ჩემი ლაივით და ჩემი პოსტით, მე შევურაცხყვე პოლიციელი, ის პოლიციელი, რომელიც სასამართლოზე ცრუ მოწმე იყო და ცრუ ჩვენება მისცა ჩემზე, ამის გამო მედავებიან 2 მუხლს, 166- ე ეს არის მცირე ხულიგნობა და 173- მუხლი.

უკვე სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, ამოწმებენ რას ვლაპარაკობთ, რას ვსაუბრობთ და ამისდა მიხედვით პრეცედენტი მოხდა ხალხნო, პოსტის გამო უნდა გამასამართლონ. როგორც რუსული რეჟიმი მოქმედებს თავის ხალხზე, ისე ესენი მოქმედებენ. მე ველოდები უტყუარი ინფორმაციით დაკავებას" - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, რომ მარტის აქციებისას დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლოშია დაბარებული - ბექა გრიგორიადისს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოსამართლისა და პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფას ედავებიან

მსგავსი სიახლეები