"ურბანული გენოციდი თბილისში - საბა ბუაძის ინფორმაციით, მერია ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას მშენებლობის ნებართვას სეისმურად აქტიურ ზონაში აძლევს

08.06.23 12:00
"ურბანული გენოციდი თბილისში - საბა ბუაძის ინფორმაციით, მერია ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას მშენებლობის ნებართვას სეისმურად აქტიურ ზონაში აძლევს

„ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის საგანგებო განცხადება -  საბა ბუაძის ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიურ ადგილას, იქ სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში დაუშვებელია, კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა ჩხარტიშვილის კომპანიას მისცენ. 

თბილისის მერია გეგმავს, რომ მშენებლობის ნებართვა 483 ათასს კვადრატულ მეტრზე გასცეს. ეს არის ტერიტორია, ქალაქიდან მოშორებით, სადაც ყველანაირი ურბანული თვალსაზრისით მშენებლობის განვითარება არ არის მიზანშეწონილი და ჩვენი გენგეგმით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ როდესაც საქმე კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ადამიანებს ეხება, მაშინ თბილისის მერია ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა. ახლაც ამ მშენებლობის ნებართვის მიცემას ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისათვის აპირებენ, სადაც ერთ-ერთ ყველაზე შეუსაბამო ადგილას იგეგმება 483 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ახალი დეველოპმენტის მშენებლობა.

ეს პირდაპირ იმ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც გენგეგმაშია გაწერილი და ამავე ტერიტორიის ირგვლივ ძალიან ბევრჯერ ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის თბილისის მერიას ტერიტორიის განვითარებაზე უარი ნათქვამი აქვს, მაგრამ როდესაც საქმე მათთან დაახლოებულ ადამიანებს ეხება, ურბანულად ყველაზე არამიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღება ხდება.

დღეს ამ პროექტის განხილვა თბილისის საკრებულოს ურბანულ კომისიაზე დაგეგმილია, სადაც ერთბინიან სააგარაკე ტერიტორიაზე ყველაფერთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე სართულიანი კორპუსების მშენებლობა, ეს არის უზარმაზარი ახალი ტიპის მშენებლობა, რომელიც ქალაქისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი იქნება, - განაცხადა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები