„ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნებას გამოვრიცხავ“ - გიული ალასანია
ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას გახდეს მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მესამე პრეზიდენტის დედა გამორიცხავს ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის განცხადებას. გიული ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კვლავ სუსტად არის.
"მე პირადად გამოვრიცხავ ამას, მე რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი. არ ველოდები, რომ ის აპირებს აქ პოლიტიკაში ჩართვას. მდგომარეობა მისი დიდად არ გაუმჯობესებულია ჩემი ხედვით, არის სუსტად და ველოდებით, რომ გამოკვლევა იქნება დამატებით" - ამბობს სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.