საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის ურთიერთობა შტურმის შემცველია - კალიურანდი "ოცნებას"
ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ არ ვიცით როდის დაიხურება - ასე მიმართა ევროპარლამენტში მყოფ საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმოამდგენლებს ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა
კალიურანდმა პირდაპირ უთხრა "ოცნებას", რომ საქართველოს ოფიციალური პირების და დასავლელი პარტნიორების ურთიერთობები ცოტა არ იყოს შტურმის შემცველია და ამის დამალვას აზრი აღარ აქვს.
ევროკომისიია რამდენიმე თვეში შეაფასებს 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს, რომელიც მიწოდებული აქვს საქართველოს და რომლის შესრულებაც სავალდებულოა, თუკი ქვეყანას სურს ჰქონდეს სტატუსი. ჩვენ ბევრი გვაქვს სამსჯელო.
აზრი არ აქვს დამალვას, რომ საქართველოს ოფიციალური პირების და დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროპარლამენტის ურთიერთობები არის ცოტა არ იყოს შტურმის შემცველი და ქაოტური. ეს განსაკუთრებით გასულ წელს.
მე დარწმუნებლი ვარ თქვენ კარგად გაეცანით ევროპარლამენტის ბოლო ორ რეზოლუციას, რომელიც საუბრობს ერთის მხრივ მედიათავისუფლებაზე და ჟურნალისტების თავისუფლებაზე და მეორეს მხრივ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.
და მე მაქვს იმედი რომ ჩვენ დღეს აქ ვიქნებით გულწრფელები რომ საღად ვისაუბროთ ამ თემებზე.
პოზიტიურია, რომ 89% პროცენტი ქართველი ხალხის ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას.
ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ არ ვიცით როდის დაიხურება. შეიძლება უცებ დაიხუროს და ეს თქვენთვის არის შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ".- თქვა ევროპარლამენტარმა.